ნებისმიერი ბიზნესისთვის,
როგორც STARTUP-ის ასევე არსებული ყველა ზომის კომპანიებისთვის ძალიან მომგებიანია
სამუშაო პროცესების გაციფრულება. ეს ეხმარება კომპანიებს, როგორც ფინანსურად, ასევე
რესურსის დაზოგვის მიზნით. ERP პროგრამა ამ ამოცანის საუკეთესო გადაწყვეტაა, სადაც
ერთ სისტემაში აღირიცხება და მუშავდება როგორც ბუღალტრული, ასევე ფინანსური, HR და
მთლიანად საოპერაციო საქმიანობა.
კომპანია AACC-ს აქვს 15+ წლიანი გამოცდილება პროგრამული ნაწილის კლიენტთან დანერგვასა და ადაპტაციაში, რაც დამკვეთებს და პარტნიორებს აძლევს საშუალებას სრულად გადაიტანოს აღრიცხვიანობა ერთიან სისტემაში, ან მოახდინოს ინტეგრაცია არსებულ პროგრამებთან.
თუ გსურთ ERP სისტემის დანერგვა ან არსებული ERP პროგრამული უზრუნველყოფის მორგება, AACC-ის სერტიფიცირებულ, საერთაშორისო გამოცდილების მქონე პროფესიონალთა დეველოპერებსა და სპეციალისტებს შეუძლიათ შემოგთავაზონ ნებისმიერი შემდეგი სერვისი.
• ბიზნეს (საწარმო) პროცესების ავტომატიზაცია;
• ბიზნეს (საწარმო) პროცესების ავტომატიზაციისთვის პროგრამაში შესაბამისი დამატებითი API შემუშავება დანერგვა;
• პროგრამაში ავტომატიზაციის მიზნით პროცესების დამკვეთთან ერთად შესწავლა, არქიტექტურის მოფიქრება, ავტომატიზაციისთვის საჭირო ტექნიკური დავალების ჩამოყალიბება;
• ნებისმიერ სხვა სოფტთან/პროგრამასთან ინტეგრაცია.
• დამკვეთის მოთხოვნის მიხედვით ახალი ფუნქციონალის შექმნა, არსებულ სისტემაში ინტეგრაცია;
• პროგრამაში არსებული ფუნქციონალის ცვლილება და კლიენტის მოთხოვნებზე მორგება;
• პროგრამაში ახალი რეპორტების შექმნა, კონფიგურაციაში სისტემურ დონეზე ჩაშენება.
ERP ადმინისტრატორის
აუთსორსი
• პროგრამის მხარდამჭრი ფაილების შექმნა-ადაპტაცია;
• სახელმძღვანელოები, სასწავლო ვიდეოები;
• კონსულტაციები/ მხარდაჭერა;
• ტრენინგების უზრუნველყოფა.