როგორც დინამიური ბიზნეს პროცესების აუთსორსინგული კომპანია, AACC დამკვეთსა და პარტნიორებს მომსახურებებს სთავაზობს შემდეგი მიმართულებებით:
ფინანსური აღრიცხვა, საგადასახადო აუდიტი, კორპორაციული ფინანსები, ადამიანური რესურსების ადმინისტრირება და მენეჯმენტი (HRM), იურიდიული
მომსახურება, ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) მხარდაჭერა, ERP პროგრამირება და რისკების კონსულტირება.
დღეს, ტრანსფორმაციულ მსოფლიოში გამოცდილი
პროფესიონალებისგან მიღებული საკონსულტაციო და აუთსორსინგული მხარდაჭერა ერთ-ერთ სავალდებულო
და საჭირო სერვისად იქცა, რადგან სწორედ ასეთი სერვისების მეშვეობით კომპანია იღებს
მომსახურების უფრო მაღალ ხარისხს ბევრად დაბალ ფასად.
დღეის მდგომარეობით AACC აერთიანებს 80+ კვალიფიციურ
და სერტიფიცირებულ პროფესიონალს, რომელთაც ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე აუთსორსინგული
თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ სხვადასხვა ინდუსტრიაში ოპერირებად
კომპანიებთან.
AACC-ის გუნდის თითოეული წევრის მუშაობის მთავარი
პრინციპი არის დამკვეთზე/კლიენტზე მორგებული საჭიროებების სწორად განსაზღვრა და ამ
საჭიროებებზე დაფუძნებული პრაქტიკული და მოქნილი გადაწყვეტილებებით ოპერირება.
ხარჯების ეფექტურობა, კანონმდებლობასთან ინტეგრირებული
გადაწყვეტილებები, მომსახურების მაღალი ხარისხი და კომპლექსურობა - AACC-ის გუნდის
ძლიერი მხარეებია. სრულფასოვნად მოგვანდეთ თქვენი ბიზნესის საოპერაციო მიმართულებები,
თავად კი ფოკუსირდით სტრატეგიულ გადაწყვეტილებებზე!
გამოცდილება: AACC-ის გუნდი შედგება 80+ კვალიფიციური
პროფესიონალისგან, რომლებსაც აქვთ 15+ წელზე მეტი საქმიანობის გამოცდილება სხვადასხვა
სფეროებში. კომპანიაზე მიმაგრებული სპეციალისტი
იქნება ეს თუ, ოპერაციულ გადაწვეტილებებში ჩართული მენეჯერი, ჩვენს გუნდს აქვს
შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება თქვენი ბიზნეს საჭიროებებისა და მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
მასშტაბურობა: ვემსახურებით როგორც სტარტაპ
სუბიექტებს, ასევე მსხვილ ბიზნეს კომპანიებს. კომპანიის კვალიფიციური გუნდის თითოეულ
წევრს ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე სხვადასხვა ინდუსტრიაში ოპერირებად კომპანიებთან
აუთსორსინგული თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ.
ეფექტური გადაწყვეტილებები: ჩვენი მიზანია თქვენი ოპერაციების
ოპტიმიზაცია, რაც საშუალებას მოგცემთ, ნაცვლად ყოველდღიურ ამოცანებში ჩართულობისა,
ფოკუსირება მოახდინოთ ძირითად ბიზნეს საქმიანობაზე და სტრატეგიულ გადაწყვეტილებებზე.
AACC-სთან თანამშრომლობით დამკვეთი იღებს ხარისხიან და კომპლექსურ სერვისს, ამასთანავე
დაზოგილ დროსა და ხარჯებს.
ტექნოლოგიური განვითარება: უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით, ჩვენ ვუზრუნველვყოფთ, რომ აუთსორსინგის სერვისები იყოს არა მხოლოდ ეფექტური, არამედ ტექნოლოგიურად განვითარებული. ჩვენს სერტიფიცირებულ სპეციალისტებს წვდომა აქვს თანამედროვე პროგრამულ უზრუნველყოფებსა და სხვა ტექნოლოგიებზე, რომლებიც წლების განმავლობაშია შემუშავებული და დახვეწილი, რაც ჩვენს კომპანიაში მომუშავე თანამშრომლების პერფორმანსს ხდის უფრო ეფექტურსა და შედეგიანს.
კონსულტაცია უფასოა, დაგვიკავშირდით: +995 0322 50 21 21 / info@aacc.ge
ჩვენთან ურთიერთობა საინტერესოა, დაგვიმეგობრიდით ან გამოგვყევით: Facebook LinkedIn Instagram