ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგება, წამყვან როლს თამაშობს ბიზნესის
წარმატებაში.
სწორ ფინანსურ
რისკ-ანალიზზე შემუშავებული სტრატეგია და ბიზნესის სამომავლო გეგმების განსაზღვრა,
გრძელვადიანი წარმატების უპირველესი საწინდარია. კომპანია AACC-ის 15+ წლიანი გამოცდილების
პროფესიონალთა გუნდი დამკვეთ კომპანიებს ეხმარება საერთაშორისო სტანდარტების სრული
დაცვით შემუშავებულ ფინანსურ ანგარიშგებებზე დაფუძნებული ბიზნეს სტრატეგიების შემუშავებაში.
კომპანიის პროფესიონალი
ფინანსისტების გუნდი, დამკვეთ კომპანიებსა და პარტნიორებს უზრუნველყოფს
ისეთ ძირითად საკითხებზე კონსულტირებით, როგორიცაა: რისკისა და სხვადასხვა საკანონმდებლო
თუ ფინანსური რეგულაციის გავლენა, კიბერ და ფინანსური დანაშაული, ფინანსური მომსახურების
ახალი ტექნოლოგიები, FinTech და მომხმარებლის ცვალებადი სახე.