კომპანიის გრძელვადიანი წარმატების ფორმირების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის შიდა კორპორატიული კულტურა. კორპორატიული ღონისძიება კორპორატიული კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. კომპანიებს აქვთ უნიკალური საჭიროებები, თუმცა ხშირად, ბიზნესის პროცესების პარალელურად ძალიან რთულია კომპანიის შიდა რესურსის გამოყოფა ღონისძიებების ორგანიზებისთვის.
AACC - ის გუნდი, რომელსაც კორპორატიული ღონისძიებების ორგანიზების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, საკუთარ პარტნიორ კომპანიებს მუდმივად სთავაზობს:
• მათ ინდივიდუალურ სურვილებსა და საჭიროებებზე მორგებულ სიახლეებს;
• მასშტაბურ შესაძლებლობებს და ხელმისაწვდომობას სხვადასხვა სახის რესურსებზე;
• დეტალურ ორგანიზებას, რესურსების მაქსიმალურ გააქტიურებას და შრომისმოყვარე ადამიანების თავდადებას - თითოეული კომპანიის კორპორატიული წვეულება, ჩვენი გუნდის მიერ აღქმულია როგორც უნიკალური მოვლენა, რომლის შთაბეჭდილება უნდა იყოს გამორჩეულად დასამახსოვრებელი თანამშრომლებისთვის;
• იდეა, ორგანიზება, ლოჯისტიკური ნაწილი - კომპლექსურ ჩართულობას, დაზოგილ რესურსებს და ხარჯებს.
• ლოკაციის შერჩევის მიზნით თბილისსა და რეგიონებში არსებულ სასტუმროებთან და რესტორნებთან კომუნიკაციის წარმართვა - მოლაპარაკება;
• ლოკაციის შერჩევა, ლოკაციის სივრცის ვიზუალის მოწყობა;
• ღონისძიების იდეაზე მუშაობა, იდეის გენერირება და საბოლოოდ დავალიდირება კომპანიასთან;
• მარკეტინგული აქტივობების დეტალური ორგანიზება-მენეჯმენტი;
• ლოჯისტიკური ინვენტარის შეძენა და ლოჯისტიკური აქტივობების სრულფასოვანი მენეჯმენტი;
• ქეითერინგის მენეჯმენტი;
• სხვა.