სათაო ოფისი +995 032 2 50 20 21

ბიზნეს ცენტრი "მოზაიკა"

09:00 - 18:00 ორშაბათი - პარასკევი

ბუღალტრული აღრიცხვა

კომპანია AACC-ის 15+ წლიანი გამოცდილების მქონე კვალიფიციური გუნდი დამკვეთს სთავაზობს კომპანიაზე მორგებულ ბუღალტრულ აღრიცხვას, მონაცემების სწრაფ და ხარისხიან  დამუშავებას, ბიზნეს ამოცანების ეფექტური წარმართვისთვის ბუღალტრული აღრიცხვის სისრულეში მოყვანას. 

კლიენტების ინტერესების მაქსიმალური დაცვა და უსაფრთხოება კომპანიის უმთავრესი პრიორიტეტია.  ბუღალტრული აღრიცხვისას ვიყენებთ თანამედროვე ტექნოლოგიებს და მუდმივად ვაკონტროლებთ კლიენტი კომპანიების კმაყოფილების დონეს,  რაც მთავარია - ჩვენი მომსახურება დაზღვეულია, პასუხს ვაგებთ ჩვენი მიზეზით გამოწვეულ საგადასახადო, იურიდიულ ან სხვა ფინანსურ ზარალზე.


ყოველთვიური ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება, როგორც ადგილზე მივლინებული თანამშრომლის მეშვეობით, ასევე დისტანცირებულად;

მონაცემების დაკარგვისგან კლიენტის მაქსიმალური დაცულობის უზრუნველსაყოფად, თანამშრომლობის ფარგლებში შექმნილი ყველა ტიპის დოკუმენტისა თუ სააღრიცხვო ბაზის მონაცემების შიდა დაცულ სერვერზე განთავსება და Cloud-ში ბექაფირება, AACC-ის IT თანამშრომელთა მიერ;

პირველადი არსებული დოკუმენტების ანალიზი / შექმნა; 

კლიენტის ბიზნეს ოპერაციების ამსახველი ინფორმაციის შეგროვება, რეგისტრაცია, შეფასება და ბუღალტრულ ანგარიშებზე ასახვა/დამუშავება;

დოკუმენტების ელექტრონული ბაზის შექმნა;

ინფორმირება კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ, ასევე სიტუაციური სახელმძღვანელოებისა და კანონების  გაცნობა და გაანალიზება;

Startup კომპანიების ბიზნეს პროცესების აწყობა-გამართვა;

ბუღალტრული ჩანაწერების აღდგენა და მოწესრიგება;

დახმარება საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობის პროცესში;

სააღრიცხვო პროგრამის დანერგვა და კომპანიის ბიზნეს პროცესებზე მორგება; 

ბუღალტრული აღრიცხვის ავტომატიზაცია:  

- RS-თან ინტეგრაცია

- ფაქტურების ავტომატური გამოწერა 

- ნებისმიერი მოცულობის ინფორმაციის პროგრამაში ექსელით იმპორტი 

- ბანკის ამონაწერის ავტომატური გატარება.

ბიზნეს პროცესებიდან გამომდინარე, კანონმდებლობასთან შესაბამისობის დაცვით, ყველა გადასახადის დაანგარიშება, საგადასახადო დეკლარაციების მომზადება/ჩაბარება (ყოველთვიური/წლიური);

კონსულტაცია ბუღალტრულ და საგადასახადო საქმიანობაში;

ბუღალტრული აუდიტი (ყოველთვიური, კვარტლური, წლიური):

- ბუღალტრული აღრიცხვის პროცესის კონტროლი და შესაბამისი კონსულტაციები

- მომზადებული ყოველთვიური და წლიური საგადასახადო დეკლარაციების გადამოწმება და მონაცემების დადასტურება



მარიამ მემანიშვილი

ბუღალტრული მიმართულების წამყვანი მენეჯერი

კვალიფიციური მთავარი ბუღალტერი 10+ წლიანი სამუშაო გამოცდილებით