სათაო ოფისი +995 032 2 50 20 21

ბიზნეს ცენტრი "მოზაიკა"

09:00 - 18:00 ორშაბათი - პარასკევი

ადამიანური რესურსების ადმინისტრირება და მართვა

HRM მართვის ეფექტური სისტემა და გამართული მექანიზმი ბიზნესის წარმატების უმნიშვნელოვანესი პირობაა, ვინაიდან სწორედ გამართული HRM მექანიზმი ხდის თანამშრომელს ეფექტურსა და ლოიალურს კომპანიის მიმართ, ეს კი ნიშნავს ორგანიზაციის კარგ რეპუტაციას და მეტად ლოიალურ მოხმარებელს.

HR პროცესების აუდიტი, რისკ-ანალიზი და მენეჯმენტი აუთსორსინგული მომსახურებით სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება დღეს როგორც მსოფლიო, ასევე ადგილობრივ ბაზარზე. HRM აუთსორსინგს შეუძლია გაამარტივოს HR პროცესები შიდა სამუშაოს ეფექტური მართვისთვის და კომპანიის მფლობელებს დაუტოვოს დრო და რესურსი, სხვა საკითხების ეფექტური აღსრულებისათვის. 

კომპანია AACC-ში დაგხვდებათ 15+ წლიანი სამუშაო გამოცდილებით HR პროფესიონალთა გუნდი.

შრომის კონტრაქტების (სრული განაკვეთი, ნახევარი განაკვეთი, ჰიბრიდული მოდელი, სხვა) გადახედვა, შაბლონის ადაპტირება და/ან შექმნა; 

სამუშაო აღწერილობების დოკუმენტების გადახედვა, შაბლონის ადაპტირება და/ან შექმნა;

HR ადმინისტრაციული ბრძანებების (შვებულება, მივლინება, მოვალების დაკისრება, დაწინაურება, დისციპლინური სახდელები, წახალისება და სხვა) შაბლონის ადაპტირება და/ან შექმნა;

შრომით დავებთან თუ სხვა სახის შრომით რისკებთან დაკავშირებული კონსულტაცია, გადაწყვეტის გზებისა თუ ინსტრუმენტების შემუშავება-დანერგვა;

კომპანიის დაკვეთის შესაბამისად ადმინისტრირების ნაწილში ჩართულობა.



სახელფასო ფაილის დამუშავება;

ფიქსირებული ანაზღაურება;

შეღავათების ადმინისტრირება (ჯანმრთელობის დაზღვევა, სიცოცხლის დაზღვევა, მანქანის დაზღვევა და ა.შ.);

ბონუსი;

ზეგანაკვეთური;

საათობრივი;

თანამშრომელთა დასწრების/გამოცხადების ცხრილის გენერირება;

შრომის კონტრაქტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა და სხვა.


ვაკანსიის კონტენტის შექმნა შერჩევის ახალ სტანდარტების გათვალისწინებით;

ვაკანსიის ვიზუალური ბრენდინგი;

ყველა რანგის რეკრუტინგი;

ტოპ პოზიციებისთვის Head Hunting მეთოდის გამოყენება;

დასაქმების მრავალფეროვანი არხების გამოყენება;

სხვადასხვა კომპანიებთან თანამშრომლობით რეკრუტინგის შიდა ბაზის გამოყენება.


დაკვეთისა და საჭიროების შესაბამისად კომპანიაზე/თანამშრომლებზე მორგებული ტრენინგებისა და განვითარების ისეთი სისტემების შექმნა/იმპლემენტაცია როგორიც არის: 

დარგობრივი მასტერკლასები;

პროფესიული ტრენინგები/სესიები;

ქოუჩინგი და სხვა. 


 კომპანიის საჭიროებაზე მორგებული შესაბამისი შეფასების სისტემის შექმნა/იმპლემენტაცია.

ორგანიზაციაში არსებული მდგომარეობის/ბაზარზე არსებული სიტუაციის შესწავლა და შეფასება, ანალიტიკის საფუძველზე მომავლის პროგნოზირება და შესაბამისი, სწორი სტრატეგიის განსაზღვრა.

ახალი თანამშრომლის/ების ეფექტური ინტეგრაციისა და კორპორატიულ კულტურასთან ადაპტირების.

კომპანიის სპეციფიკაზე მორგებული ორგანიზაციული სტრუქტურის შექმნა.

კომპანიის, როგორც მიმზიდველი დამსაქმებლის იმიჯის ფორმირება სხვადასხვა ინსტრუმენტების, პლატფორმებისა თუ სტანდარტების ეფექტური გამოყენებით. 

მირანდა გაბუნია

HR ბიზნეს პარტნიორი | HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი

HR და ორგანიზაციული განვითარების პროფესიონალი 10+ წლიანი სამუშაო გამოცდილებით