სათაო ოფისი +995 032 2 50 20 21

ბიზნეს ცენტრი "მოზაიკა"

09:00 - 18:00 ორშაბათი - პარასკევი

ინოვაციები და ტექნოლოგიები

ბიზნეს პროცესების ავტომატიზაცია აჩქარებულად ვითარდება, ხოლო უახლესი ტექნოლოგიები კომპანიებს უმოკლეს დროში ეხმარება მაღალი შედეგების მიღწევაში. სწორედ ამიტომ, დღეს დიდი მოთხოვნაა ბიზნესის ინოვაციებთან დაკავშირებულ მომსახურებაზე. ინფორმაციული ტექნოლოგიების ინდუსტრიაში პროფესიონალი შიდა რესურსის არსებობა მხოლოდ მხვილი კომპანიებისთვის არის ხელმისაწვდომი, შესაბამისად IT აუთსორსინგული სერვისები ბაზარზე უფრო და უფრო აქტუალური ხდება, კომპანიები იაზრებენ რა თანამედროვე გამოწვევებს, დასახმარებლად მიმართავენ მოწვეულ პროფესიონალ IT კონსულტანტებსა და სპეციალისტებს.

AACC-ის 15+ წლიანი საერთაშორისო სერტიფიცირებული ინფორმაციული ტექნოლოგიების გუნდის ლიდერი და გუნდის წევრები, უზრუნველყოფენ დამკვეთი კომპანიებისთვის უმაღლესი ხარისხის, საერთაშორისო სტანდარტისა და უსაფრთხო სერვისების მოწოდებას. AACC დამკვეთებსა და პარტნიორებს სთავაზობს, როგორც საკუთარი სერვერული ინფრაქტრუქტურის სრულ მომსახურებას/ადმინისტრირებას, ასევე უკვე არსებულ საერთაშორისო დონის და უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტის დაცვით შექმნილ სერვერულ ინფაქტრუქტურაზე, ადგილის გამოყოფას და მართვას. 


ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავება კლიენტის ინდუსტრიის მოთხოვნებისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;

უსაფრთხო, კონფიდენციალური კომუნიკაციებისა და კავშირების დანერგვა საჭირო წერტილებზე და მათ შორის; 

კლიენტის მოთხოვნების და საჭიროებების შესაბამისად ქსელური და სერვერული IT ინფრასტრუქტურის მონიტორინგის სისტემის  შერჩევა/დანერგვა;

ნებისმიერი ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი სამუშაო რეჟიმში;

ორგანიზაციის საჭიროებებიდან გამომდინარე შესაბამისი  შესაბამისი სერვერული ინფრასტრუქტურის შერჩევა, სერვისების დანერგვა: „ვირტუალიზაცია, ინფორმაციის რეზერვაცია, ინფრასტრუქტურის დუპლიკაცია უწყვეტი ტექნიკური სისტემის მუშაობისთვის, Cloud სისტემების დანერგვა და სხვა.;

კლიენტის მოთხოვნის გათვალისწინებით, შესაბამისი ქსელური უსაფრთხოების ინფრასტრუქტურის შერჩევა და კონფიგურაცია შემუშავებული პოლიტიკების გათვალისწინებით; 

ქსელური ინფრასტრუქტურის ტოპოლოგიის შემუშავება;

სამეთვალყურეო სისტემების ინსტალაცია-კონფიგურაცია და ცენტრალიზება;

სუბიექტების საჭიროების შესაბამისად ახალი სერვისების შეთავაზება: საკომუნიკაციო სისტემების დანერგვა, Cloud სისტემებთან არსებული სხვადასხვა სერვისების დანერგვა, IP ტელეფონიის დანერგვა/ადმინისტრირება და სხვა.


ჯიმი მღებრიშვილი

IT დეპარტამენტის ხელმძღვანელი

პროფესიონალი IT მენეჯერი, IT ქსელური და სისტემური ინჟინერი 15+ წლიანი სამუშაო გამოცდილებით