სათაო ოფისი +995 032 2 50 20 21

ბიზნეს ცენტრი "მოზაიკა"

09:00 - 18:00 ორშაბათი - პარასკევი

images

ხელფასის ხარჯი და მასთან დაკავშირებული გადასახადები

გიზიარებთ ფორმულებს თუ როგორ უნდა დათვალოთ მარტივად კომპანიის ჯამური ხელფასის ხარჯი და მასთან დაკავშირებული გადასახადები :

1.     როდესაც კომპანიას შრომით ხელშეკრულებაში უწერია ხელზე ასაღები(ნეტ) თანხა;

2.     როდესაც კომპანიას შრომით ხელშეკრულებაში ხელფასი წერია ხელზე ასაღები თანხა 2% საპენსიოს ჩათვლით;

3.     როდესაც კომპანიას შრომით ხელშეკრულებაში ხელფასი წერია გადასახადების ჩათვლით.

 

რა გადასახადებს ვიხდით თანამშრომლის ხელფასზე თუ თანამშრომელი საპენსიო სქემაში ჩართულია?

1.   მაგალითად მოცემული გვაქვს ინფორმაცია შრომითი ხელშეკრულების მიხედვით ხელზე გასაცემი თნხა 1,000 ლარი. ყოველთვიურად ხელფასის სახით ვურიცხავთ 1,000 ლარს. თანამშრომლის ხელფასებზე და სხვა სარგებელზე, კომპანიას უწევს, რომ გადაიხადოს 20% საშემოსავლო გადასახადი და 4% საპენსიო ანარიცხი (საიდანაც 2% არის კომპანიის ხარჯია და 2% არის თავად თანამშრომლის წილი). შედეგად კომპანიის ჯამური ხელფასის ხარჯი გადასახადების ჩათვლით გამოითვლება შემდეგი ფორმულით:

 

·       ჯამური ხელფასის ხარჯი

1,000/98%/80%*102% = 1,301.02

·       საშემოსავლო გადასახადი

1000/80%*20%

·       საპენსიო ანარიცხი(თანამშრომლის წილი)

1000/80%/98%*2%

·       საპენსიო ანარიცხი(კომპანიის წილი)

1000/80%/98%*2%

 

ანუ, იმ შემთხვევაში როდესაც თანამშრომელი ჩართულია საპენსიო სქემაში და კომპანია  უხდის 1,000 ლარს, დამატებით კომპანიას უწევს ჯამში 301 ლარის და 2 თეთრის გადახდა საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხების სახით. ამ 301.02 ლარიდან, 250 ლარი წარმოადგენს საშემოსავლოს და 51.02 ლარი წარმოადგენს საპენსიოს.

იხილეთ ექსელის ფაილი ხელფასის დაანგარიშება

 

2.     ხშირად შრომითი ხელშეკრულებიდან გამომდინარე  ცნობილია ხელფასი, რომელიც შეიცავს საპენსიოს 2%-.

მაგალითად მოცემული გვაქვს ინფორმაცია, როდესაც თანამშრომლის ხელფასია 1,020.40 ლარი, რომელიც მოიცავს 2% საპენსიოს. ყოველთვიურად ხელფასის სახით ვურიცხავთ 1,000 ლარს. თანამშრომლის ხელფასებზე და სხვა სარგებელზე, კომპანიას უწევს, რომ გადაიხადოს 20% საშემოსავლო გადასახადი და 4% საპენსიო ანარიცხი (საიდანაც 2% არის კომპანიის ხარჯია და 2% არის თავად თანამშრომლის წილი). შედეგად კომპანიის ჯამური ხელფასის ხარჯი გადასახადების ჩათვლით გამოითვლება შემდეგი ფორმულით:

 

·       ჯამური ხელფასის ხარჯი

1,000/98%/80%*102% = 1,301.02

·       საშემოსავლო გადასახადი

1000/80%*20%

·       საპენსიო ანარიცხი(თანამშრომლის წილი)

1000/80%/98%*2%

·       საპენსიო ანარიცხი(კომპანიის წილი)

1000/80%/98%*2%

 

ანუ, იმ შემთხვევაში როდესაც თანამშრომელი ჩართულია საპენსიო სქემაში და კომპანია  უხდის

1,000 ლარს, დამატებით კომპანიას უწევს ჯამში 301 ლარის და 2 თეთრის გადახდა საშემოსავლო

გადასახადისა და საპენსიო ანარიცხების სახით. ამ 301.02 ლარიდან, 250 ლარი წარმოადგენს

საშემოსავლოს და 51.02 ლარი წარმოადგენს საპენსიოს.


იხილეთ ექსელის ფაილი ხელფასის დაანგარიშება

 

3.      როდესაც კომპანიას შრომით ხელშეკრულებაში ხელფასი წერია გადასახადების ჩათვლით.

მაგალითად მოცემული გვაქვს ინფორმაცია, როდესაც თანამშრომლის ხელფასია 1,275.51 ლარი გადასახადების ჩათვლით. ყოველთვიურად ხელფასის სახით ვურიცხავთ 1,000 ლარს. თანამშრომლის ხელფასებზე და სხვა სარგებელზე, კომპანიას უწევს, რომ გადაიხადოს 20% საშემოსავლო გადასახადი და 4% საპენსიო ანარიცხი (საიდანაც 2% არის კომპანიის ხარჯია და 2% არის თავად თანამშრომლის წილი). შედეგად კომპანიის ჯამური ხელფასის ხარჯი გადასახადების ჩათვლით გამოითვლება შემდეგი ფორმულით:

  

·       ჯამური ხელფასის ხარჯი

1,000/98%/80%*102% = 1,301.02

·       საშემოსავლო გადასახადი

1000/80%*20%

·       საპენსიო ანარიცხი(თანამშრომლის წილი)

1000/80%/98%*2%

·       საპენსიო ანარიცხი(კომპანიის წილი)

1000/80%/98%*2%

 

იხილეთ ექსელის ფაილი ხელფასის დაანგარიშება

 

რა გადასახადებს ვიხდით თანამშრომლის ხელფასზე თუ თანამშრომელი საპენსიო სქემაში  არის ჩართული?

როდესაც თანამშრომელი საპენსიო სქემაში არ არის ჩართული, მის ხელფასზე და სხვა სარგებელზე, კომპანიას უწევს მხოლოდ საშემოსავლო გადასახადის გადახდა და არ უწევს საპენსიო ანარიცხები.

იმ პირებისთვის გადახდილ ხელფასებზე, რომლებიც არ არიან საპენსიო სქემაში ჩართულები, ჯამური ხელფასის ხარჯი გადასახადების ჩათვლით გამოითვლება შემდეგი მარტივი ფორმულით:

1,000/80% = 1,250

ანუ, იმ შემთხვევაში როდესაც თანამშრომელი არ არის ჩართული საპენსიო სქემაში და კომპანია უხდის 1,000 ლარს, დამატებით კომპანიას უწევს 250 ლარის გადახდა საშემოსავლო გადასახადის სახით.

 

მომზადებულია ქეთევან კერვალიშვილის მიერ.

ქეთევან კერვალიშვილი, AACC-ის მოწვეული ტრენერი: პროფესიონალი, სერტიფიცირებული ბუღალტერი 15+ წლიანი გამოცდილებით ბუღალტერიასა და ფინანსებში.