სათაო ოფისი +995 032 2 50 20 21

ბიზნეს ცენტრი "მოზაიკა"

09:00 - 18:00 ორშაბათი - პარასკევი

images

წლიური ქონების დეკლარაცია

საწარმოს/ორგანიზაციის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენისა და გადასახადის გადახდის ბოლო ვადა 1 აპრილია.

დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება წარმოეშობა როგორც რეზიდენტ, ისე არარეზიდენტ საწარმოებს.

რეზიდენტი საწარმო ვალდებულია ქონების გადასახადი გადაიხადოს მის ბალანსზე 31 დეკემბრის მდგომარეობით არსებულ ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, ასევე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე. აქვე ძალიან მნიშვნელოვანია საწარმომ სწორად აღრიცხოს ძირითადი საშუალებები. ეს დამოკიდებულია იმაზე თუ რომელი სტანდარტი აქვს არჩეული სრულ ფასს, მსს ფასს თუ მეოთხე კატეგორიის სტანდარტი.

რაც შეეხება არარეზიდენტი საწარმოს, ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია საქართველოს ტერიტორიაზე არსებული, რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაციისთვის განსაზღვრული ქონება მაგალითად იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ქონება.

რეზიდენტ და არარეზიდენტ საწარმოებს ქონების გადასახადით დაბეგვრის ვალდებულება ასევე წარმოეშობათ მიწაზე. საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით მის საკუთრებაში არსებული მიწა ან სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწა, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი, უნდა დაადეკლარირიოს სხვა ქონებასთან ერთად. მიწაზე გადასახადის დრო არაუგვიანეს 15 ნოემბერი.

რაც შეეხება გადასახადის განაკვეთს, დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი შეადგენს დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების არაუმეტეს 1 პროცენტს. რაც შეეხება მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთს, იგი დამოკიდებულია მიწის ნაკვეთის ტიპზე და მდებარეობაზე. საწარომ/ორგანიზაცია უფლებამოსილია ისარგებლოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლით დადგენილი შესაბამისი საგადასახადო შეღავათებით.